დღეს 2011 წლის 23 აგვისტოა, დღე ყავით და კომპის ჩართვით იწყება, ვამოწმებ მეილს, ფეისბუქს, ვრთავ სკაიპს, ფბ მაცნობს რომ რომელიმე ჩემი ნაცნობ მეგორბის დაბადების დღეა, ვოლზე ვწერ რომ ვულოცავ და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, მეილზე შემოსულ ფოსტას პასუხს ვცემ. ფეისბუქის ნიუსებს ვეცნობი, ვკითხულობ ახალ პოსტებს ბლოგებზე.
10წლის წინ კი დილა იწყებოდა საუზმით, ისე სახლიდან გასვლა არაფრით არ შეიძლებაო მეუბნებოდნენ, ჩანთაში წიგნებს ვალაგებდი და სკოლაში მივდიოდი, მაშინ არც მობილური მქონდა, არც კომპი და არც ინტერნეტის შესახებ ვიცოდი რამე. ვკითხულობდი წიგნებს, საღამოს ვმეცადინეობდი, მეგობრებს ეზოში ვნახულობდი,დაბადების დღეების მისალოცად ქალაქის ტელეფონზე ვრეკავდით, ახლა სახლში საერთოდ არ მაქვს ქალაქის ტელეფონი და ვერც მის აუცილებლობას ვხედავ. ჟურნალ გაზეთებს ვყიდულობდი, ახლა პრესასაც ინტერნეტში ვეცნობი (ტაბულა, ლიბერალი), take that მომწონდა და პლაკატებიც უხვად მქონდა მათი. მუსიკას მაგნიტაფონში ვუსმენდი და კასეტებს ვაგროვებდი.
მერე სკოლა დავამთავრე და ჩემს ცხოვრებაში ერთმანეთის მიყოლებით გაჩნდა მობილური და კომპიუტერი.ეს ადრე თორე ახლა უმეტესობა სკოლის მოსწავლეს, აქვს მობილურიც და სახლში კომპიუტერიც.
კარგად მახსოვს როგორი აღფრთოვანებული ვიყავი როცა პირველად ჩათში ვესაუბრებე ვიღაცას, მერე წავიდა და წავიდა, ჩათები და საიტები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, მირკი, msn, yahoo, icq, კომპ, თამაშები,მერე მუშაობაც დავიწყე, კომპი და ნეტი კი ჩემი განუყოფელი ნაწილი გახდა.
ახლა რა ხდება? ახლა უბრალოდ ვერ წარმომიდგენია არსებობა ინტერნეტის გარეშე, აღარ ვყიდულობ ჟურნალ გაზეთებს, აღარ ვუყურებ ტელევიზორს, წიგნებსაც ინტერნეტში ვკითხულობ, სახლის ტელეფონზე არავის აღარ ველაპარაკები, დაბადების დღეებს ფბ-ზე ვულოცავ ნაცნობებს და მეგობრებს, ნუ თუ ძალიან ახლობელია მობილურზეც ვურეკავ:)
ამ ყველაფერმა მოიტანა ერთი ცუდ რამ, მე ისე აღარ მენატრება არავინ, არც ერთი ჩემი მეგობარი, თუნდაც გავიდეს 1თვე და ვერ ვნახო. ყველა მათგანს ისე ხშირად ველაპარაკები ინტერნეტით რომ ნახვის აუცილებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი.
ინფორმაცია ადამიანზე ძალიან ადვილად მოსაპოვებელი გახდა, საკმარისია დასერჩო და ყველაფერ იგებ მასზე. დაქორწინებულია, შეყვარებულია, შვილი ყავს არ ყავს, სად მუშაობს, მერე საერთო მეგობრებს ნახავ და მასზე ყველანაირი ინფორმაცია გაქვს მაქსიმუმ 5წუთში. ეს არ ვიცი კარგია თუ ცუდია მაგრამ ფაქტია რომ ვინც ინტერნეტ სივრცეშია ის ვერსად დაიმალება:)
მე ინტერნეტმა შემძინა ძალიან ბევრი მეგობარი, ნაცნობი, ძალიან ბევრი ინფორმაცია სწორედ აქედან მაქვს და ყველა ჩემი სამსახური ინტერნეტით მაქვს ნაპოვნი.
ამიტომ რაც არ უნდა იძახონ ინტერნეტი ღუპავს და ასეთებს ჩემთვის აქაურობას კარგის მეტი არაფერი მოუტანია, ნეტმა გადამატანინა მშობიარობის შემდგომი ერთი წელი, როცა სახლში ვიჯექი და ბავშვის მოვლით ვიყავი დაკავებული.
ახლა სადაც არ უნდა წავიდე ვცდილობ ყველგან მქონდეს ინტერნეტი, არ შემიძლია სხვანაირად. მაქსიმუმ 2დღე გავძლო გარე სამყაროსგან მოწყევტილი , მერე უკვე თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ:)
ასე რომ ჩემო მეგობრებო, მათ ვისაც გაინტერესებდათ რატომ ვარ სულ online, რატომ ვპოსტავ კახეთიდან და ა.შ იმედია თქვენს კითხვებს ეს პოსტი გასცემს პასუხს და აღარ მეტყვით “შენ და შენი ინტერნეტი” ან “ყველაგნ ნეტი შეიძლება?” კი, ჩემთვის ყველგან შეიძლება ნეტი და ყველგან ვგრძნობ მის აუცილებლობას.








