Archive | May, 2011

“მზის შვილები”

19 May

ამასწინებზე  შემთხვევით წავაწდი  ერთ ბლოგს,  ცოტა  რომ ჩავიკითხე  მივხვდი  ეს ინგა  იყო,  დაუნის  სინდრომიანი ნინოკოს დედა. პროფილში  ვნახე  პირველად(ხო  ხანდახან პროფილსაც  ვუყურებ  ხოლმე:)))))  და  მაშინვე აღვფრთოვანდი მისით  და  მოვიხიბლე  ნინიკოთი.

ბლოგი  ერთი  ამოსუნთქვით  წავიკითხე  მთლიანად,  გავოცდი მისი   გამძლეობით, ატანის  და ცხოვრების  ხალისის  არ დაკარგვის  უნარით,  მე  სიამოვნებით  ვისწავლიდი  მისგან  ამ თვისებას.  თუ  ეს სწავლებადია.

ძალიან  საყვარელი  2გოგო  ჰყავს,  ანი  და ნინო.  პატარა  ნინიკო დაუნის  სინდრომითაა  ავად,  თუ  ამას  ავად  ყოფნა  ჰქვია,  რაც მე  ვნახე  და წავიკითზე ის ისეთი ლამაზია, ისეთი  აქტიური  და გონებაგახსნილი როგორც  სხვა ათასობით  ბავშვი. ძალიან თბილი და  კეთილი  სიცილით.  ძნელია  არ  მოიხიბლო  მისით.

ამ პოსტით მინოდა  მეთქვა, რომ  ჩვენ  ყველამ  პატივი უნდა  ვცეთ  და  გვერდში  დავუდგეთ  უნარშეზღუდულ  ადამიანებს,   მათ  ჩვენი  შეცოდება და  ვაი,  ვუის  ძახილი არ  ჭირდებათ,  უბრალოდ  როცა  სადმე  შეგვხვდებათ  თვალს  ნუ ავარიდებთ,  ნუ  შეგვეშინდება  ჩვენი  ბავშვები  თუ  მათთამნ  ითამაშებენ,  ასეთ  ბავშვებს  ყველაზე მეტად  სითბო, სიყვარული  და  საზოგადოაბასთან ინტეგრირებასჭირდებათ.

შეუერთდით  ამ გვერდს, გაუზიარეთ  მეგობრებს,  რომ  საზოგადოება მეტად  ინფორმირებული  გახდეს  დაუნის სინდრომის შესახებ,

ttp://www.facebook.com/profile.php?id=100002248941593&sk=wall

ბოლოს  კი  ისევ  ჩემი  ძალიან  ძალიან  დიდი რესფექთები  ინგას,  მის  ძალიან თბილ  და   ძალიან  გულწრფელ ბლოგს.  http://lolikalolika.blogspot.com/

Follow

Get every new post delivered to your Inbox.