ეს პოსტი იმათთვისაა ვინც სამსახურს ეძებს, ვერ უპოვია, ან ჰგონია რომ სვ არაა ისეთი მნიშვნელოვანი:) მე თითქმის ყველა ჩემი სამსახური ჯობ.გე თი და ჩემი სვ-ით ვიშოვე. ასე რომ კარგი cv იმაზე მეტად მნიშვნელოვანი ვიდრე გგონიათ.
Curriculum Vitae
წესი 1. ეცადეთ არ იყოს ძალიან გრძელი და გატენილი ბევრი არასაჭირო დეტალით.
წესი 2. არასოდეს არ დაწეროთ ოჯახური მდგომარეობა, დაოჯეხებული 2 შვილით და ასეთები:) არაა აუცილებელი დამქირავებელმა იცოდეს შენი ოჯახურო მდგომარეობის შესახებ, თუ ის დაინტერესდა და ინტერვიუზე დაგიბარა, მერე ხდება ამაზე საუბარი
წესი 3. არ დაწეროთ Cv-ში დაბადების თარიღი, არა აუცილებელი ზუსტი ასაკის დადგენა, კარგი HR ისედაც მიხვდება რამდენი წლის ხარ დაახლოებით. როცა გიწერია რომ დაამთავრე სწავლა და გაქვს სამუშაო გამოცდილება ერთ ან რამდენიმე ადგილას, უკვე ცხადი ხდება რომ 18წლის არ ხარ და იქ უკვე 25-ის ხარ თუ 26-ის ამას დიდი მნიშვენელობა არ აქვს.
წესი 4. არავითარ!! შემთხვევაში არ დაწეროთ სვ-ში ინფორმაცია ქმარზე, სახელი გვარი, სად მუშაობს და მისთანები. შემხვედრია ასეთიც და იმიტომ:)
წესი 5. კარგად დაიცავით ფონტი და სტილისტური მხარე, ყველა ტექსტი უნდა იყოს ერთ ფონტში და ერთი ზომის, მხოლოდ კომპანიის სახელწოდებები, სასწავლებლის სახელწოდება და ასეთები გააბოლდეთ. სახელი და გვარი უნდა ეწეროს მარცხნივ მოზრდილი შრიფტით (20) და დაბოლდილი. სახელის და გვარის ქვეშ იწერება საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართ, ტელეფონი და მეილი, სახლის ნომრის მითითება საჭირო არა არის. შრიფტის ზომა (10)
სვ-ს ვიწყებთ სამუშაო გამოცდილებით, პირველი ვწერთ ბოლო სამსახურს და ჩავდივართ პირველ სამსახურამდე. არა არის საჭირო სამუშაოს დაწყების/დასრულების თვების მითითება, მხოლოდ წლები საკმარისია.
კომპანიის სახელწოდება ბოლდით. მის ქვეშ თქვენი პოზიცია და შემდეგ სამუშაოს მოკლე აღწერილობა(ეს აუცილებელი არ არის)
წესი 6. სვ-ში ყველაზე ბოლოს იწერება Referenses, სანამ სამსახურიდან საბოლოოდ წამოხვალთ, აუცილებლად უთხარით თქვენს უფროსს, რომ გჭირდებათ რეკომენდაცია. აიღეთ ნებართვა სვ-ში მისი სახელი გვარის და ტელეფონის ნომრის დაწერის შესახებ, უმეტესობა ამაზე უარს არ ამბობს, ნუ თუ რათქმაუნდა ამ სამსახურიდან კარგი რეპუტაციით მოდიხართ. ძალიან კარგი იქნება თუ რეკომენდაციას წერილობით დაგიწერენ. საჭიროების შემთხვევაში ამ წერილებს სვ-ს დაურთავთ ხოლმე, მეტი მომხიბვლელობისთვის.
წესი 7. მე რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა როცა დამირეკეს და მითხრეს რომ ამ ვაკანსიისთვის ზედმეტად კვალიფიცირებული ხართო, ამიტომ თქვენი რეზიუმეები ყველა ვაკანსიაზე გაგზავნის წინ გახსენით და დაკორექტირეთ ვაკანსიის შესაბამისად. მხოლოდ დატოვეთ ის პოზიციები რაც შეესაბამება მოთხოვნილ ვაკანსიას.
ასევე ნუ გაავსებთ სვ-ს ბევრი სხვადასხვა თემატიკის ტრეინინგებით, არაა საჭირო ჩაწეროთ ტრეინინგი რომელიც გაიარე მაგალითად სექსუალურ განათლებაში ან რამე ასეთი. ოქროს წესია, მხოლოდ ის რაც საჭიროა, მოკლედ და ლაკონურად!
წესი 8. ვისაც ჯერ კიდევ არ ჩაგისწორებით მობილურის ნომერის ინდექსი, აუცილებლად ჩაასწორეთ.
წესი 9. არავითარ შემთხვევაში არ გააგზავნოთ სვ ასეთი სახელით სალიკუნა@ ან ნინოჩკა@ , ძალიან არასერიოზულია როცა ასეთი მეილიდან მოგდის წერილი, გახსენით ფოსტა სადაც თქვენი სახელი და გვარი იქნება სრულად, ან სახელის წინა ასო და გვარი მთლიანად, უკეთესია თუ gmail.com იქნება.
და ბოლოს წესი 10. არ დაურთოთ სვ-ს ფოტოსურათი, თუ სადმე მოდელის ან მსახიობის ვაკანსიაზე არ აგზავნით.
სანამ გასაუბრებაზე წახვალთ მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიაზე, ინტერნეტში ყველაფრის ნახვა შეიძლება, ამიტომ კარგად გაიგეთ რა კომპანიაა, რა საქმიანობას ეწევა, თუ აქვს ვებ გვერდი კარგად დაათვალიერეთ,მოკლედ მოაგროვეთ ინფორმაცია რაც შეიძლება მეტი.
აუცილებლად დაიცავით დრეს კოდი, ჩაიცვით კლასიკურად. უკეთესი იქნება თუ პერანგი გეცმევათ. არ ჩაიცვათ ბრეტელებიანი მაიაკა, მოკლე კაბა, დეკოლტირებულ მაისური, წარწერებიანი და ძალიან ჭრელი მაისური, არ ჩაიცვათ ღია ფეხსაცმელი სადაც ფეხის თითები ჩანს, ფჩხილები აუცილებლად უნდა გქონდეთ მოწესრიგებული, ადამიანის ხელები ასეთ დროს ბევრს ამბობს ხოლმე მის მოწესრიგებულობაზე. მოკლედ უნდა გამოიყუირებოდეთ პრეზენტაბელურად და სერიოზულად.
არ ისაუბროთ იმაზე მეტი ვიდრე საჭიროა, დასმულ კითხვაზე მოკლე და ლაკონური პასუხი გაეცით, არ მოყვეთ იმაზე მეტი ინფორმაცია ვიდრე დამქირავებელი გეკითხებათ.
არასოდეს არ მიხვიდეთ გასაუბრებაზე დედის, მამის, დაქალების, ქმრის და ა.შ თანხლებით!
არ ისაუბროთ ხელებით და ჯესტიკულაციით. ნუ დაისხავთ მძაფრი სუნი სუნამოს. გამორთეთ მობილური. იყავით კეთილგანწყობილი და თავაზიანი.
ეს ყველაფერი ერთად, უქმნის ადამიანს შთაბეჭდილებას თქვენზე, რაც საბოლოოდ გადაწყვეტილებას აღებინებს დადებითს ან უარყოფითს, იმისთვის რომ გადაწყვეტილება იყოს დადებითი ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ, თქვენზეა დამოკიდებული როგორ კარგად შეფუთავთ საკუთარ თავს.
იმედი მაქვს ეს პოსტი გამოგადგებათ და ვინც სამსახურს ეძებთ მალე დასაქმდებით.
წარმატებებს გისურვებთ:)

