Cv, გასაუბრება და დეტალები რაც უნდა ვიცოდეთ!

6 Jul

 ეს პოსტი იმათთვისაა ვინც სამსახურს ეძებს, ვერ უპოვია, ან ჰგონია რომ სვ არაა ისეთი მნიშვნელოვანი:) მე თითქმის ყველა ჩემი სამსახური ჯობ.გე თი და ჩემი სვ-ით ვიშოვე. ასე რომ კარგი cv იმაზე მეტად მნიშვნელოვანი  ვიდრე გგონიათ.

Curriculum  Vitae

წესი 1. ეცადეთ  არ იყოს ძალიან გრძელი და გატენილი ბევრი არასაჭირო დეტალით.

წესი 2. არასოდეს არ დაწეროთ ოჯახური მდგომარეობა, დაოჯეხებული 2 შვილით და ასეთები:) არაა აუცილებელი დამქირავებელმა იცოდეს შენი ოჯახურო მდგომარეობის შესახებ, თუ ის დაინტერესდა და ინტერვიუზე დაგიბარა, მერე ხდება ამაზე საუბარი

წესი 3. არ დაწეროთ Cv-ში დაბადების თარიღი, არა აუცილებელი ზუსტი ასაკის დადგენა, კარგი HR ისედაც მიხვდება რამდენი წლის ხარ დაახლოებით.  როცა გიწერია რომ დაამთავრე სწავლა და გაქვს სამუშაო გამოცდილება ერთ ან რამდენიმე ადგილას, უკვე ცხადი ხდება რომ 18წლის  არ ხარ და იქ უკვე 25-ის ხარ თუ 26-ის  ამას დიდი მნიშვენელობა არ აქვს.

წესი 4. არავითარ!! შემთხვევაში არ დაწეროთ სვ-ში ინფორმაცია ქმარზე, სახელი გვარი, სად მუშაობს და მისთანები. შემხვედრია ასეთიც და იმიტომ:)

წესი 5.  კარგად დაიცავით ფონტი და სტილისტური მხარე, ყველა ტექსტი უნდა იყოს ერთ ფონტში და ერთი ზომის, მხოლოდ კომპანიის სახელწოდებები, სასწავლებლის სახელწოდება და ასეთები გააბოლდეთ. სახელი და გვარი უნდა ეწეროს მარცხნივ მოზრდილი შრიფტით (20) და დაბოლდილი. სახელის და გვარის ქვეშ იწერება საკონტაქტო ინფორმაცია:  მისამართ, ტელეფონი და მეილი, სახლის ნომრის მითითება საჭირო არა არის. შრიფტის ზომა (10)

სვ-ს ვიწყებთ სამუშაო გამოცდილებით,  პირველი ვწერთ ბოლო სამსახურს და ჩავდივართ პირველ სამსახურამდე. არა არის საჭირო სამუშაოს დაწყების/დასრულების თვების მითითება, მხოლოდ წლები საკმარისია.

კომპანიის სახელწოდება ბოლდით. მის ქვეშ თქვენი პოზიცია და შემდეგ სამუშაოს მოკლე აღწერილობა(ეს აუცილებელი არ არის)

წესი 6. სვ-ში ყველაზე ბოლოს იწერება Referenses, სანამ სამსახურიდან საბოლოოდ წამოხვალთ, აუცილებლად უთხარით თქვენს უფროსს, რომ გჭირდებათ  რეკომენდაცია. აიღეთ ნებართვა სვ-ში მისი სახელი გვარის და ტელეფონის ნომრის დაწერის შესახებ, უმეტესობა ამაზე უარს არ ამბობს, ნუ თუ რათქმაუნდა ამ სამსახურიდან კარგი რეპუტაციით მოდიხართ. ძალიან კარგი იქნება თუ რეკომენდაციას წერილობით დაგიწერენ. საჭიროების შემთხვევაში ამ წერილებს სვ-ს დაურთავთ ხოლმე, მეტი მომხიბვლელობისთვის.

წესი 7. მე რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა როცა დამირეკეს და მითხრეს რომ ამ ვაკანსიისთვის ზედმეტად კვალიფიცირებული ხართო, ამიტომ თქვენი რეზიუმეები ყველა ვაკანსიაზე გაგზავნის წინ გახსენით და დაკორექტირეთ ვაკანსიის შესაბამისად. მხოლოდ დატოვეთ ის პოზიციები რაც შეესაბამება მოთხოვნილ ვაკანსიას.

ასევე ნუ გაავსებთ სვ-ს ბევრი სხვადასხვა თემატიკის  ტრეინინგებით, არაა საჭირო  ჩაწეროთ ტრეინინგი რომელიც გაიარე მაგალითად სექსუალურ განათლებაში ან რამე ასეთი.  ოქროს წესია, მხოლოდ ის რაც საჭიროა, მოკლედ და ლაკონურად!

წესი 8. ვისაც ჯერ კიდევ არ ჩაგისწორებით მობილურის ნომერის ინდექსი, აუცილებლად ჩაასწორეთ.

წესი 9. არავითარ შემთხვევაში არ გააგზავნოთ სვ ასეთი სახელით სალიკუნა@ ან ნინოჩკა@ , ძალიან არასერიოზულია როცა ასეთი მეილიდან მოგდის წერილი, გახსენით ფოსტა სადაც თქვენი სახელი და გვარი იქნება სრულად, ან სახელის წინა ასო და გვარი მთლიანად, უკეთესია თუ gmail.com იქნება.

და ბოლოს წესი 10. არ დაურთოთ სვ-ს ფოტოსურათი, თუ სადმე მოდელის ან მსახიობის ვაკანსიაზე არ აგზავნით.

გასაუბრება

სანამ გასაუბრებაზე წახვალთ მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიაზე, ინტერნეტში ყველაფრის ნახვა შეიძლება, ამიტომ კარგად გაიგეთ რა კომპანიაა, რა საქმიანობას ეწევა, თუ აქვს ვებ გვერდი კარგად დაათვალიერეთ,მოკლედ მოაგროვეთ ინფორმაცია რაც შეიძლება მეტი.

აუცილებლად დაიცავით დრეს კოდი, ჩაიცვით კლასიკურად. უკეთესი იქნება თუ პერანგი გეცმევათ. არ ჩაიცვათ ბრეტელებიანი მაიაკა,  მოკლე კაბა, დეკოლტირებულ მაისური, წარწერებიანი და ძალიან ჭრელი მაისური,  არ ჩაიცვათ ღია ფეხსაცმელი სადაც ფეხის თითები ჩანს, ფჩხილები აუცილებლად უნდა გქონდეთ მოწესრიგებული, ადამიანის ხელები ასეთ დროს ბევრს ამბობს ხოლმე მის მოწესრიგებულობაზე.   მოკლედ  უნდა გამოიყუირებოდეთ პრეზენტაბელურად და სერიოზულად.

არ ისაუბროთ იმაზე მეტი ვიდრე საჭიროა, დასმულ კითხვაზე მოკლე და ლაკონური პასუხი გაეცით, არ მოყვეთ იმაზე მეტი ინფორმაცია ვიდრე  დამქირავებელი გეკითხებათ.

არასოდეს არ მიხვიდეთ გასაუბრებაზე დედის, მამის, დაქალების, ქმრის და ა.შ თანხლებით!

არ ისაუბროთ ხელებით და ჯესტიკულაციით. ნუ დაისხავთ მძაფრი სუნი სუნამოს. გამორთეთ მობილური. იყავით კეთილგანწყობილი და თავაზიანი.

ეს ყველაფერი ერთად, უქმნის ადამიანს შთაბეჭდილებას თქვენზე, რაც საბოლოოდ გადაწყვეტილებას აღებინებს დადებითს ან უარყოფითს, იმისთვის რომ გადაწყვეტილება იყოს დადებითი ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ, თქვენზეა დამოკიდებული როგორ კარგად შეფუთავთ საკუთარ თავს.

იმედი მაქვს ეს პოსტი გამოგადგებათ და ვინც სამსახურს ეძებთ მალე დასაქმდებით.

წარმატებებს გისურვებთ:)

Tags: , , ,

12 Responses to “Cv, გასაუბრება და დეტალები რაც უნდა ვიცოდეთ!”

  1. Di@ 06/07/2011 at 2:21 pm #

    მომეწონა, არ ჰგავს სხვა მსგავსს სტატიებს.

    • Roisin 07/07/2011 at 12:13 am #

      ძალიან ყურადღებით წავიკითხე–გამომდინარე იქიდან,რომ აქტიურად ვეძებ სამსახურს.გამოცდილებაც საკმარისი მაქვს – როგორც,სამსახურეობრივი–ასევე ინტერვიუების:)შენიშვნა მაქვს შემდეგი – ბევრი კომპანია გთხოვთ შეავსოდ საკუთარი სააპლიკაციო ფორმა,სადაც ბევრი ის კითხვაა მოპყვანილი,რომელიც ამ პოსტის მიხედვით რეკომენდირებული არ არის.(მაგ: ოჯახური მდგომარეობა და ა.შ).ასევე მოითხოვება (აუცილებლად!)ფოტო სურათი.დასმულ კითხვათა პირველ რიგშია – ასაკი.თუ არ ვასახელებთ ყველა სამუშაო პოზიციას ჩნდება კითხვა–უი უკაცრავად და აქამდე რას აკეთებდით?:)))
      P.S – მე მხოლოდ ის მინდოდა მეთქვა,რომ არც თუ ისე მარტივია სამსახურის შოვნა დღევანდელ დღეს–თუნდაც გაწერილი სტანდარტების დაცვით:))

  2. Toma 06/07/2011 at 2:44 pm #

    Zalian kargi postia
    yochag!

  3. Toma 06/07/2011 at 2:47 pm #

    damavickda micera :)
    zedmetad kvalificirbulebaze.bolos ise gavcmcaridi rom samushao pratika rac mqonda saertod amovshale da mxolod swavlis prqtika rac mqonad is davtove. vishove kidec samsaxuri. xoda ertxel ufrosis cerili mivige amat garda arsad gimushaviao? xoda ki gavugzavne mere mtliani cv. zustad vici, es cv tavidanve rom gamegzavna, am samsaxurs ar mivigebdi.

    • Roisin 07/07/2011 at 12:16 am #

      ეს ოვერ ქვოლიფაიდ მცნება საერთოდ კოშმარია – იცით თქვენ სტიმული არ გექნებათ:)))აბა რა მნდა უკაცრავად რომგიგზავნით ჩემს ცვ–ს:)))

  4. Lilu's Blog 06/07/2011 at 2:58 pm #

    Toma- მაგ ლოგიკის მეც არ მესმის:) მაგრამ ეხლა ჩემს სამსახურს აქვს ვაკანსია ოპერატორის და რომ მოვიდეს სვ ადამიანის რომელიც დირექტორად ან რაღაც ეგეთზეა ნამუშევარი მაგრამ დაკარგა სამსახური და და ეხლა ისე უნდა რომ კიდია და ოპერატორობაზე აგზავნის,მაინც არ განიხილება იმიტომ რომ ფიქრობ ეხლა ამას მაღალი ანაზღაურება უნდა, ეს დიდი ხანი არ გაჩერდება ამ პოზიციაზე და თუ მე ვერ დავაწინაურებ დაიწყებს ახლის მოძებნას და იბრაკება რა,

  5. snake 06/07/2011 at 5:11 pm #

    ბევრ რამეს არ ვეთანხმები, ყველაზე გაუგებარი კი ისაა, რატომ არის უკეთესი რომ gmail.com იყოს ელ.ფოსტა?.. არა, მე კი თვითონ გმაილს ვხმარობ, მაგრამ ამას რატომ უნდა ჰქონდეს პოტენციური დამქირავებლისათვის რაიმე მნიშვნელობა?! მგონი გადაპრანჭულია ზოგიერთი დეტალი. ჰო, კიდევ, CV-ზე ფოტო მაქვს აწებებული, რადგანაც თითქმის ყველგან ითხოვენ ფოტოსურათიანს, მიუხედავად იმისა რომ არც მოდელის და მითუმეტეს არც მსახიობის ადგილს არ ვეძებ. უსურათო ვარიანტსაც ვინახავ, მაგრამ იშვიათად მჭირდება.
    სახლის ნომერიც მითითებული მაქვს CV-ში და უსარგებლიათ კიდეც ერთი-ორჯერ.
    და ბოლოს, აი დრესკოდი… როგორ მინდა არ ვეთანხმებოდე ამ პოსტში აღწერილ მომენტებს, მაგრამ სამწუხაროდ მგონი მართალია, თუ სოროჩსა და შავ კაბაში (ან შარვალში) არ გამოიკვანწე ქუსლებთან ერთად, “არასერიოზულ შთაბეჭდილებას” დატოვებ.
    …და მაინც, ყველაფერი დამქირავებლის გუნება-განწყობასა და სილაღეზეა დამოკიდებული.

  6. Lilu's Blog 06/07/2011 at 5:27 pm #

    რატომ არის უკეთესი რომ gmail.com იყოს ელ.ფოსტა?- mgonia rom posta,ge-s da egetebs jobia, da tan Tu azrze mosuli tipi xar gecodineba rom arsebobs google meil da iasnia roca es eci mogwons da amiT sargheblob:)

    ჰო, კიდევ, CV-ზე ფოტო მაქვს აწებებული, რადგანაც თითქმის ყველგან ითხოვენ ფოტოსურათიანს, მიუხედავად იმისა რომ არც მოდელის და მითუმეტეს არც მსახიობის ადგილს არ ვეძებ. უსურათო ვარიანტსაც ვინახავ, მაგრამ იშვიათად მჭირდება.- me vTvli rom poto araa sachiro, Tu maindamainc mxolod iq unda gaigzavnios sadac aucilebel motxovnashi weria.

    სახლის ნომერიც მითითებული მაქვს CV-ში და უსარგებლიათ კიდეც ერთი-ორჯერ.-roca arsebobs mobiluri ratom unda miutito saxlis telefoni, saxlis telefoni me ufro piradi da dzalian shinauristvis mgonia da araa cv-shi gamosaqveynebeil

    და ბოლოს, აი დრესკოდი… როგორ მინდა არ ვეთანხმებოდე ამ პოსტში აღწერილ მომენტებს, მაგრამ სამწუხაროდ მგონი მართალია, თუ სოროჩსა და შავ კაბაში (ან შარვალში) არ გამოიკვანწე ქუსლებთან ერთად, “არასერიოზულ შთაბეჭდილებას” დატოვებ.-gamoikvanwe da quslebze chaicvitqo ar miweria, seriozuli imiji unda sheiqmna, aba botasebiT da shortebit midi gasaubrebaze:D

    • snake 06/07/2011 at 5:41 pm #

      მე gmail-ს გამოვიყენებ თუ hotmail-ს, ჩემი გადასაწყვეტია, თუ მინდა დაჟე posta.ge-დანაც გავუგზავნი, და ამის გამო არ უნდა დამბრაკოს.

      ფოტოიან სივიზე უკვე დავწერე ჩემი აზრი, ასევე სახლის ნომრის მითითება-გამოყენებაზე. ჰო სხვათაშორის, ჩემთვის სულაც არაა პირადი და შინაურებისთვის, საერთოდ არ ვიყენებ, თუ ეგრეა.

      დრესკოდზე კი იგივეს გავიმეორებ, ეს დამოკიდებულია იმაზე, ვინც გაგესაუბრება, აბსოლუტურად!… და ამ პოსტში ხსენებულ დრესკოდში კი სწორედ ის იგულისხმება, რაც მე დავწერე-აღვწერე…სამწუხაროდ (ნუ ზოგიერთ შემთხვევაში ფერთა გამა შეიძლება მუქლურჯ-ყავისფერ-კრემისფერით გაამდიდრო)… მოკლედ, ამაზე ბევრჯერ მიკამათია, ეხლაც შორს წავალ. მოკლედ, დიდად არ ვეთანხმები ამ კონკრეტულ პუნქტს.

      არ მითქვამს რომ არაფერს ვეთანხმები, მხოლოდ იმას, რაც ჩამოვთვალე.

  7. Jessie 08/07/2011 at 2:59 pm #

    ძლაიან კარგი ინფორაციული პოსტია :0 ყოჩაღ

  8. indievidi@yahoo.com 19/07/2011 at 3:17 pm #

    წლების წინ ბევრი ვიწვალე კარგი ჯერ კარგი CV–ის ფორმატი რომ მეშოვა, მერე ვარკვევდი კონკრეტულად რა ინფო ჩამეწერა..მოკლედ, ვინაიდან ჩემს აწმყო სამსახურში მიწევს ხოლმე ძალიან ბევრი რეზიუმეს წაკითხვა როდესაც ვაკანსიას ვაცხადებ, ამიტომ ობიექტურად ვიტყვი რომ ერთ–ერთი პირველი და თან რთულად გადასალახი ეტაპი აპლიკანტებისთვის სწორედ CV–ების ეტაპია )))

  9. faifuris angelozi 01/01/2012 at 9:28 pm #

    როგორ ფიქრობ ბლოგი რომ გაქვს ეს უნდა მიუთითო? ან ინტერესები,ჰობი? მე მაგალითად ხშირად მიხდება კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირება მათი სამომავლო გეგმების გათვალისწინებით,რაც ჩემ ინტერესებში შედის,არ შემიძლია მუდამ ერთ ადგილზე ვიტკეპნებოდე,არადა პროფესიით არქიტექტორი ვარ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.