დიდი ფასდაკლების სერვისის (VO ბანდა!) მენეჯერი.
კომპანიის ხედვა:
კომპანიას სურს ელექტრონული კომერციის სფეროთი დაინტერესებული, თავისუფლად მოაზროვნე და კრეატიული ადამიანების, გრძელვადიანი და თანასწორუფლებიანი პარტნიორობა. ჩვენი კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს კომპანიის განვითარებაში, შესაბამისი პირადი სარგებელის და როგორც მოკლე ასევე გრძელვადიანი ინტერესების დაკმაყოფილების სანაცვლოდ.
კომპანია მიესალმება და ახალისებს მისი ნებისმიერ თანამშრომლის ინიციატივას, რომელიც მიმართულია კომპანიის განვითარებისაკენ და ორიენტირებულია რუტინული საქმიანობის მაქსიმალურ შემცირებისაკენ.
ფუნქციები:
- ბიზნესისთვის სასურველი კომპანიების შერჩევა;
- ადგილობრივ ბიზნესებთან მოლაპარაკება და ხელშეკრულებების დადება;
- დადებული ხელშეკრულებების კომპანიის შიდა წესების გათვალისწინებით ვებ გვერდზე ასახვა;
- შეთავაზების შესრულების პირობების კონტროლი;
- ადგილობრივ ბიზნესებთან ინფორმაციის გაცვლა და ანგარიშსწორებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მომზადება;
- ვირტუალურ სივრცეში საიტის მომხმარებელთა კითხვებთან დაკავშირებული კომუნიკაცია;
- სარეკლამო ღონისძიებებისათვის წინადადების მომზადება;
ანაზღაურება:
ფიქსირებული ხელფასი:500 (ხუთასი)ლარი; ბონუსი: მენეჯერის მიერ მომზადებული შემოთავაზებებიდან მიღებული მოგების 25%;
პერესპექტივა:
კომპანია ახლად დაარსებულია, იმყოფება ფორმირების პროცესში და ორიენტირებულია სწრაფ ზრდაზე, რაც, შესაბამისად განვითარების ყოველ ნაბიჯზე ახალ ვაკანსიების წარმოქმნის და პიროვნების მისთვის სასურველი მიმართულებით განვითარების საშუალებას იძლევა.
მოთხოვნები კანდიდატის თვისებების მიმართ:
პიროვნული თვისებები: აქტიური, კომუნიკაბელური, პროფესიულ და კარიერულ ზრდაზე ორიენტირებული.
მოთხოვნები კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიმართ:
კანდიდატი უნდა გაეცნოს vovovo.ge – ს საიტზე VO ბანდა! სერვისის სარგებლობის პირობებს და დახმარება/FAQ -ის შესაბამის განყოფილებაში არსებულ კითხვა – პასუხს.
კომპანია კანდიდატისგან ელოდება ელ.ფოსტით შემდეგი ინფორმაციის მიღებას:
1. ავტობიოგრაფია (CV) (რაც შეიძლება მოკლე და კონკრეტული);
3. კანდიდატის მიერ ჩამოყალიბებული იდეა (მოსაზრება) VO – ბანდა! სერვისის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებებზე. (ლაკონურად და მკაფიოდ, მაქსიმუმ 50 სიტყვა)
4. კანდიდატის მიერ თავისი პირადი კონტაქტებიდან ან პირადი მოსაზრებიდან გამომდინარე, 5 ადგილობრვი ბიზნესის დასახელება, რომელიც, კანდიდატის აზრით, მიიღებს მონაწილეობას თავისის სერვისით ან საქონლით დიდი ფასდაკლების აქციაში და მიაწოდებს მომხმარებლისათვის საინტერესო პირობებს. (ლაკონურად და მკაფიოდ, პოტენციურად მონაწილე კომპანიის სახელი, პროდუქტის ან სერვისის აღწერა. სავარაუდო ფასდაკლების მოცულობა)
ელ. ფოსტის მისამართი: join@vovovo.com
ვაკანსიასთან დაკავშირებული ინფორმაციის განხილვა მოხდება 2011 წლის 31 ივლისამდე.
